Day: January 8, 2016

უნდა ატაროს თუ არა მოსწავლემ სკოლის ფორმა?

უნდა ატაროს თუ არა მოსწავლემ სკოლის ფორმა? ამ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა:მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.

მე ვფიქრობ,რომ სკოლის ფორმის ტარება აუცილებელია იმიტომ,რომ ამით ბავშვს უყალილბდება კლასიკური გემოვნება.  ის აღარ კარგავს დროს ტანსაცმლის შერჩევისთვის,ასევე მოწესრიგებულია ესთეტიკური მხარე.რა სჯობია ბავშვურად და ამასთანავე დახვეწილად ჩაცმული ბავშვის ყურებას.

შეიძლება ვიფიქროთ,რომ ბავშვს,სკოლის ფორმა ხელს უშლის მრავალფეროვანი გემოვნების ჩამოყალიბებაში,მაგრამ ეს ასე ნამდვილად  არ არის,იმიტომ,რომ ბავშვს სკოლის გარეთ შეუძლია ჩაიცვას ტანსაცმელი თავისი სურვილით.

აქედან გამომდინარე,სკოლის ფორმა საერთოდ არ უშლის ხელს მას.სკოლის ფორმის ტარებით,ბავშვი არ ფიქრობს იმაზე,რომ მას დასცინებენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო,რომ მის მშობლებს ეკონომიურად უჭირთ და ვერ ყიდულობენ მისთვის ახალ ტანსაცმელს.

ჩემი აზრით,სკოლის ფორმის მთავარი დადებითი მხარე ის არის,რომ ბავშვი ეჩვევა დისციპლინას. ის გრძნობს ვალდებულებას სკოლის წინაშე და ყოველდღიურად სკოლაში დადის ფორმით,მიუხედავად იმისა ,უნდა თუ არა ეს.

ამრიგად,სკოლის ფორმა ბავშვის კარგ ადამიანად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.ამიტომაც კარგი იქნება,რომ ყველა სკოლაში იარონ ბავშვებმა სკოლის ფორმით.ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული სკოლების ისტორიაში.