Day: January 3, 2016

რას მოგვიტანს მაიმუნის წელი

,,მომავალი წლის სიმბოლო არის წითელი მაიმუნი, რომელიც არის ხელოვანი, აქვს ექსცენტრიული ხასიათი და ასევე ძლიერი ინტუიცია. მაიმუნს სურს აისრულოს ყველა სურვილი, ამავე დროს არის ჯიუტი და არაპროგნოზირებადი-ძნელია გამოიცნოთ თუ რა ჩაიფიქრა მან. მისი ქმედებები, როგორც წესი ქაოტურია და შეიძლება შეცვალოს ნებისმიერ დროს, რაც დამოკიდებულია მის ხასიათზე.მაიმუნი ეს არის არსება, რომელსაც აინტერესებს ყველაფერი. ეს გამოიწვევს იმას, რომ ადამიანი ჩაერევა სხვის საქმეებში და მათ თავის იდეებს მოახვევს. 2016 წლის მმართვლი ჩვენ სიუპრიზებს გვიმზადებს და რთულია გამოვიცნოთ ეს როდის მოხდება და რით გაგვახარებს. მაიმუნი არის ძალიან ჭკვიანი, დახვეწილი, მაგრამ, ამავე დროს ირონიული. მას შეუძლია დასცინოს ძლიერ დრაკონს, ასევე არ ეშინია იხუმროს ვეფხვზე.

ის არის დამოუკიდებლი და ყველაფერს მარტო აკეთებს. მას ურჩევნია მალე გადაწყვიტოს პრობლემები, ვიდრე მათ გადაჭრაზე დიდხანს იფიქროს. აღმოსავლეთ ჰოროსკოპის თანახმად, მაიმუნს უყვარს სახლი და ოჯახი, მას ხიბლავს თბილი კერა და ის მშვენიერი დედაა. სწორედ ამიტომ 2016 წელი იდეალურია იმისთვის, რომ შექმნათ ბედნიერი ოჯახი, სადაც იქნება სიყვარული და ურთიერთგაგება.”

ბოლოს კი მეც მსურს გითხრათ,რომ იყავით მაიმუნივით ენერგიულები,აქტიურები და ბედნიერად გაატარეთ მთელი წელი.