Author: societyinourtime

მე ვარ თაკო ვარდიაშვილი 15 წლის. ვსწავლობ ყვარლის რნ-ის სოფელ ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლაში.მონაწილეობას ვიღებ ბლოგების კონკურსში ,,მოქალაქე-ჟურნალისტის'' კატეგორიაში. მოცემული ბლოგი არის იმ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ რომლებიც ხდება ჩვენს გარშემო.მე დავწერ პოსტებს ამ მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემებისა და ასევე შეუმჩნეველი მოვლენების შესახებ საზოგადოებაში.იმედია მოგეწონებათ.

სჭირდება საუკუნეს ფემინიზმი?!

გამარჯობა,მე თაკო ვარ და მე ფემინისტი ვარ!

მინდა გითხრათ რომ  დიდი ხნის განმავლობაში სიტყვა ,,ფემინიზმი” ძალიან მაბნევდა. ხშირად მითქვამს,რომ ვიცავ ქალის უფლებებს თუმცა არ ვარ ფემინისტი და მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ იმ მიზნით,რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ –ხართ თუ არა ფემინისტები? ანდა საერთოდ განა გვჭირდება XXl საუკუნეში ფემინიზმი? რატომ აშინებს ხალხს ეს სიტყვა?

დამეთანხმებით,ამ დროისათვის ბევრი ადამიანი აიგივებს ფემიზნიმს სხვადასხვა ცნებებთან,უხეშად რომ ვთქვათ აღნიშნავენ,რომ ფემინიზმი ქალისათვის პრიორიტეტების მინიჭებაა,მაშინ როდესაც ის არანაირად არ არის დაჩაგრული.თავისთავად გულისხმობენ კაცისათვის უფლებების ჩამორთმევას და მის უგულვებელყოფას. ამასთანავე, ხშირად ,,ფემინისტები” ზღუდავენ ქალისადმი ნებისმიერი სახის პატივისცემის გამოხატვას იმ მიზნით,რომ მას არ მიანიჭონ პრიორიტეტები.მსგავსი სიტუაცია ალბათ თქვენც გაბნევთ,იმ შემთხვევაში თუ ამ საკითხისადმი ცოდნის გაღრმავებით აქამდე არ დაინტერესებულხართ. თუმცა ,მიმაჩნია რომ დღეისათვის განსაკუთრებულად აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და დავიცვათ ისინი. პირველ რიგში მინდა ვთქვა,რომ ფემინიზმის ოფიციალური განმარტება არის შემდეგი:,,საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალებისთვის ყველა სამოქალაქო უფლების მინიჭება, საზოგადოებრივ სფეროში ქალის და კაცის თანასწორუფლებიანობისკენ სწრაფვა, ქალის დისკრიმინაციის მოსპობა.”

დღეისათვის,ადამიანთა გარკვეული ჯგუფის უარყოფით დამოკიდებულება ფემინიზმისადმი განაპირობებს არამარტო ქალის უფლებების შეზღუდვას ასევე მამაკაცებისასაც. მანამდე სანამ, ჩვენს გარშემო არ იქნება ერთი აზრი გენდერული თანასწორობის შესახებ – კაცებს გაუჭირდებათ ემოციების გამოხატვა,მათ გაუჭირდებათ იმის აღიარება,რომ გარკვეულ შემთხვევაში არ არიან საკმარისად ძლიერები,მათ გაუჭრდებათ იმის აღიარება,რომ სჭირდებათ სხვისი დახმარება და ამ ყველაფრის შედეგად ისინი ვერ შეძლებენ რომ იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები და არა ,,ვაჟკაცები” რომელთაც საზოგადოება აკისრებს  დიდ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა სურთ თუ არა ეს.

ქალის უფლებების შეზღუდვით მსოფლიო ვერ  შეძლებს განვითარდეს იმაზე სწრაფად,ვიდრე ქალთან ერთად შეუძლია. მოხარული ვარ,რომ დავძლიეთ ბევრი სტერეოტიპი და დღეს აღარავინ იჩაგრება დები ბრონტეებისავით,აღარავინ მოღვაწეობს კაცის სახელს ამოფარებული და დღეს ხშირად ვხედავთ ქალებს ტელეეკრანებზე,ქალებს პოლიტიკაში,წარმატებულ დიპლომატ ქალებს და ჩვენ უბრალოდ უნდა ვიამაყოთ თითოეული მათგანით. არა იმიტომ,რომ ისინი ქალები არიან.არა, ქალს არ სჭრდება გაღმერთება, მას უნდა ,რომ აგრძნობინო ისიც ადამიანია ისევე როგორც კაცი. მას უნდა,რომ თავის იდეებს სხვას ამოფარებული სხვისი სახელით არ ანხორციელებდეს. მას უნდა თავისუფლება.მასაც იმდენივე შეუძლია რამდენიც კაცს.ბუნებრივია, მე საუბარი არ მაქვს ფიზიკურ შესაძლებლობებზე. შეიძლება კაცმა ქალისგან განსხვავებით რთული ფიზიკური სამუშაო შეასრულოს, თუმცა ქალმა სხვა შემთხვევაში გადაჯაბნოს კაცის შესაძლებლობები.ფემინიზმი არ ეწინააღმდეგება საქმიანობების გადანაწილებას,როგორც ბევრს ჰგონია.ორივე მხარემ უნდა გააკეთოს ის რაც შეუძია,თუმცა უნდა დააბალნსოს საქმიანობების რაოდენობა და სიმძიმე.

ქალს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ძალიან ბევრს კარგავს მსოფლიო,რომ მას საზღვრები დაუწესა დიასახლისობის ფარგლებში. მას შეუძლია შეძლოს ყველაფერი და სწორად გადაანაწილოს დრო. დასავლეთ ევროპის,ამერიკის ან სხვა განვითარებული ლოკაციების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ,ქალის დისკრიმინაცია ძალიან იშვიათია. ვფიქრობ,რომ ჩვენს ქვეყანაშიც უკვე ნაკლებად გვხვდება ფაქტები,თუმცა ნაკლებად არ ნიშნავს,რომ მსგავსი შემთხვევები არ ფიქსირდება. ძველი ქართული მენტალიტეტი არ ითვალისწინებს, აღმოსავლთეის ქვეყნებში მცხოვრები ქალების მსგავსად მათ სიკვდილს,მონურ მოპყრობას და სხვა. ქართველები ოდითგანვე პატივს სცემდნენ ქალს,თუმცა ვფიქრობ,რომ პრობლემა პატივისცემაში კი არა არის,არამედ მის გადაჭარებაშია, იმაშია რომ ქალის სისუსტეს უსვამს ხაზს ქართული მენტალიტეტი. სუსტი,ნაზი არსებები რომელთაც მუდმივად სჭირდებათ დაცვა. მე არ ვამბობ იმას,რომ ფემინისტმა იმის შიშით,რომ  ცუდად არ გამოუვიდეს ქალს პატივი არ უნდა სცეს.არც ქალი უარყოფს,რომ ნაზიც არის და მებრძოლიც. პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, ყველამ უბრალოდ როგორც ადამიანებმა,განუსხვავებლად ქალს ეხება საქმე თუ კაცს. ქართველი ქალი,როგორც პერსონა არასდროს განიცდიდა უფლებების შეზღუდვას,ის არასდროს იყო სუსტი და ამას ჩვენი ისტორიული წარსულიც გვიჩვენებს. საქართველოში სიტუაცია არც ისე ცუდადაა,თუმცა მამაკაცების ირონიული დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ბავშვების შთაგონება იმით,რომ ბიჭი გოგოსავით არ უნდა იქცეოდეს და ქალისათვის იმის სწავლება,რომ ის ბიჭმა უნდა დაიცვას არ არის სწორი. ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიცვათ მიუხედავად სქესისა. გოგომაც უნდა დაიცვას ბიჭი და ბიჭმაც გოგო. აქ გენდერი არაფერ შუაშია,საჭიროებაა მთავარი.

და ბოლოს მე მინდა ვთქვა,რომ ფემინიზმი ყოველთვის საჭირო იქნება,იმისათვის,რომ დავაბალანსოთ სიტუაცია. ის ორივე სქესს თანაბარ უფლებებს ანიჭებს.ნუ განვიცდით რეგრესს.ფემინიზმისკენ შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ Xll საუკუნეში მოგვიწოდებდა–,,ლეკვი ლომისა სწორია,ძუ იყოს, თუნდა ხვადია.” მე ვამაყობ იმით რომ რომ ჩემი ქვეყანა,სკოლა,სივრცე სადაც ვიზრდები არ მზღუდავს იმისათვის,რომ ვარ გოგო და ვიმედოვნებ,რომ მალე ამის თქმის საშუალება ექნებათ გოგონებს აფრიკიდან,პაკისტანიდან,ინდოეთიდან და საერთოდ დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან.გოგონებს არ უნდა ეშინოდეთ იმის,რომ ისინი არიან ჭკვიანები,მხოლოდ იმიტომ,რომ გოგონები არიან!

გამარჯობა ,მე თაკო ვარ და მე ფემინისტი ვარ!

იმ შემთხვევაში კი თუ თქვენც ეთანხმებოდით ზემოთ მოყვანილ ტექსტს–

გილოცავთ! თქვენც ფემინისტი ხართ!

large

 

რა აკავებს საქართველოს განვითარების გზაზე

სამყარო დღითიდღე ვითარდება.საქართველოც რათქმაუნდა მიჰყვება მის ნაბიჯებს. მართალია ძალიან ნელა,თუმცა მთავარია,რომ მიჰყვება. ჩვენი საყვარელი ქვეყანა,თუნდაც შუა საუკუნეების მაგალითი გავითვალისწინოთ, ერთი საუკუნით ჩამორჩებოდა სხვა ქვეყნებს.მიზეზების  და საბაბების შესახებ ყველას თავისი აზრი აქვს. საზოგადოების ერთი ნაწილი მეორეს წინააღმდეგ გამოდის და მას ადანაშაულებს.სინამდვილეში კი,თუ ამ საკითხს განვიხილავთ მორალურ კონტექსტში და არა პოლიტიკურში ან ეკონომიკურში. მოსახლეობის ერთი ნაწილი მეორის შეხედულებებს აპროტესტებს,მეორე ნაწილი კი პირიქით და ამ კამათში შეუმჩნევლად გადის დრო. სამყარო ვითარდება,ჩვენ კი ვრჩებით ჩაკეტილები ჩვენს სამყაროში. რეალურად დამნაშავე არის ,,საზოგადოება”–როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი.საზოგადოება,რომლის ნაწილიც თითოეული ჩვენგანია. ჩვენ გვიჭირს აზრის თავისუფლებასთან შეგუება და გვსურს ყველაფერი იდეალურად იყოს.ყველას ყველაფერზე ჰქონდეს ერთი აზრი. სწორედ ამიტომ ვაყენებთ ერთმანეთს ხშირად შეურაცხყოფას და მხოლოდ ნეგატიურ ემოციას გავცემთ.

მაგალითისათვის განვიხილოთ,ამჟამად ასე აქტიური,გენდერული თანასწორობა. საქართველოს მოსახლეობის,,მკვიდრი,პატრიოტი” ნაწილი ფიქრობს,რომ არანაირი გენდერული თანასწორობა არაა საჭირო,კაცი არის და უნდა იყოს დომინანტი!  მეორე ნაწილი კი ფემინიზმში გადასულები, ქალს ჰიპერგაზვიადებულ უფლებებს ანიჭებენ. ერთის მხრივ,ვფიქრობ,რომ მეორე უკიდურესობა შედარებით კარგია,თუმცა ბალანსირება აუცილებელია. საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმ ლოგიკით,რომ ქალი კაცის თანასწორია,არ უნდა დავუთმოთ ადგილი ქალებს?! მეორე შემთხვევაში–მუდმივად სახლში მყოფი,დიასახლისი. ქალი რომელიც მუდმივად მეუღლის შემოსავალზეა დამოკიდებული ცხოვრობს სრულფასოვანი ცხოვრობით? ვითარდება ყოველდღიურად?

პირადად მე,მიმაჩნია,რომ გენდერული თანასწორობა აუცილებელია. ეს არ არის კონკრეტულად ევროპული ან ამერიკული სტანდარტი. ეს არ არის ის რასაც მოსახლეობა უშინდება. ეს არ წაგვართმევს ქართველობას. უბრალოდ აუცილებელია,რომ ჩვენის დღის წესრიგი,ჩვევები,ტრადიციები დავხვეწოთ და მივიდეთ საერთაშორისო სტანდარტამდე!ქალი შეიძლება ფიზიკურად სუსტი იყოს,თუმცა სულიერად ბევრ მამაკაცზე ძლიერი. მაგრამ ამის მიღმა, ქალს უნდა ამშვენებდეს კლდემამოსილება,სინაზე… კაცმა უნდა აგრძნობინოს ქალს,რომ საჭიროების შემთხვევაში მას მისი დაცვა შეუძლია. განსაკუთრებული პატივი უნდა სცეს მას. იქნება ეს ზემოთ ნახსენები ადგილის დათმობა თუ სხვა…მაგრამ ქალმა თავი არასდროს უნდა იგრძნოს დამცირებულად! ბავშვებში ასე ხშრად გავრცელებული ,,ქალი ხარ”–ბიჭების მისამართით არ უნდა ატარებდეს შეურაცხყოფის ქვეკონტექსტს. ქალი არ არის სუსტი და არც არასდროს იქნება.მას უბრალოდ პატივისცემა სჭრდება. საჭიროა სწორად გავიგოთ ,,გენდერული თანასწორობა”,სწორად მოვარგოთ ჩვენს ქვეყანას და რაც მთავარია  ვასწავლოთ პატარებს, რომ ,,ქალობა” არ ,,ტეხავს”!

ონლაინ თაობა

                  გამარჯობა,მკითხველო!

  სათაურიდან გამომდინარე,სავარაუდოდ მიმიხვდით,რის შესახებ მსურს,რომ გესაუბროთ. წიგნის და კომპიუტერის,ინტერნეტის,ვიზუალური სამყაროს და კიდევ სხვა მსგავსი საკითხების შესახებ ამ ბლოგზე უკვე დამიწერია ჩემი აზრი,თუმცა ახლა გადავწყვიტე,რომ ამის შესახებ აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტში გესაუბროთ.

   სხვათაშორის,ამ პოსტის დაწერა ბოლო დროს წაკითხულმა წიგნებმა გადამაწყვეტინა.მწერლები აქტიურად წერენ იმის შესახებ თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ,,ტექნოლოგიების ხანას”. გვასწავლიან თუ როგორ დავიხმაროთ ტექნოლოგიები ცხოვრების გამარტივებაში და ყველა მსგავსი წიგნის(განსაკუთრებით ,,ონლაინ გოგოს”) დახმარებით უფრო მეტად დავფიქრდი ,,ონლაინ პრობლემებზე” .ბულინგი რომ დღეს ყველას აწუხებს ფაქტია,მაგრამ ვფიქრობ,ბოლო დროს ამის აღმოფხვრაზე ფიქრით დაკავებულებს გვავიწყდება თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება კიბერ–ბულინგი.

ასევე,ყველამ ვიცით ჩვენი ყოველდღიურობა ინტერნეტის დიდ დოზას,რომ ითვალისწინებს. პირადად ჩემს მაგალითს დაგისახელებთ. ჩემი ყოველდღიურობა წიგნებით და ინტერნეტით შემოიფარგლება.ჩვეულებისამბრ,მე დამინახავთ წიგნით ან ლეპტოპით ხელში.ეს არ არის კატასტროფა და არც სრული ბედნიერება.მე ყოველდღიურად ვამოწმებ:სოციალურ ქსელებს. ელ–ფოსტას, ბლოგს,მნიშვნელოვან საიტებს და ა.შ. ადამიანები კი სოციალურს ქსელებს ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდად იყენებენ. კლავიატურას და უცნობ თუ საჯარო ექაუნთებს ამოფარებული ადამიანები აკრიტიკებენ ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს. დაუფიქრებლად წერენ და აზიარებენ უამროვ პოსტს. სადღაც წამიკითხავს,ინტერნეტში რაიმეს,რომ დაწერ დაფიქრდი ამას რომელიმე ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდავდი თუ არა შენი სახელითო. ,,ონლაინ გოგო” ამბობდა:,,ყოველ ჯერზე,როცა ინტერნეტში რამეს აქვეყნებთ,არჩევანის წინაშე დგახართ. თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაციით,მსოფლიოში არსებული ბედნიერების ან გავრცობა ან შემცირება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ასე,რომ როცა პოსტის,კომენტარის,სტატუსის დაწერას ან ლინკის გაზიარებას გადაწყვეტთ,საკუთარ თავს ჰკითხეთ:განვავრცობ თუ არა მსოფლიოში არსებულ ბედნიერებას?”და ის აბსოლიტურად მართალია. კიბერ–ბულინგით,ადამიანს იმხელა სულიერი ტრამვა შეიძება მიაყენო,რომ სუიციდამდეც კი მიიყვანო.

  საბოლოოდ,შემიძლია ვთქვა,რომ ტექნოლოგიები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ისინი გვეხმარებიან საზოგადოებასთან კონტაქტის დამყარებაში და დადებითი ემოციის გაზიარებაში,დროის სწორად განაწილებაში.ასე,რომ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწორად და დადებით კონტექსტი ვიცხოვროთ ,,ონლაინ თაობის” სტატუსის ქვეშ.

წარმატების ისტორია

ადამიანები ერთმანეთთან ირთიერთობით ძალიან ბევრს ვსწავლობთ,ბლოგი კი დღესდღეობით თავისთავად არის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი საშუალება.ბლოგის შექმნა სოციალური მედიის ტრენინგზე თანატოლგანმანათლებლებმა მასწავლეს.კონკურსში მონაწილეობა მივიღე მოქალაქე ჟურნალისტის ნომინაციაში.მიმაჩნია,რომ ბლოგის,როგორც მკითხველთან კომუნიკაციის საშუალების მთავარი საჭიროება მრავალფეროვნებაა. ჩემი ბლოგი სწორედ ამით გამოირჩეოდა. მე შევქმენი სიახლეები,რომლებიც,ვფიქრობ ყველასთვის საინტერესო იყო. ასევე ,სოციალური მედიის მოზარდრბზე გასაოცარი გავლენის საშუალებით მოვუწოდებდი ახალგაზრდებს ეზრუნათ გარემოზე, გამხდქრიყვნენ აქტიური მოქალაქეები,ინიციქტორები,მოხალისეები. განსაკუთრებულად მიმაჩნიქ ბავშვების ბულინგის,კიბერ ბულინგის და ზოგადად შეუმჩნეველი პრობლემების გაშუქება. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა ამის შესახებ. აუცილებელია ვიცოდეთ,რომ ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით საზოგადოებაში დამკვიდრებაში და ერთმანეთზე ზრუნვა მცირეწლოვანი ასაკიდან უნდა დავიწყოთ. მკითხველის დაინტერესებისათვის მნიშვნელოვანია კრეატიული იდეები,ინტერვიუები,გამოკითხვები… ჩემი აქტიური მუშაობის შედეგად,კონკურსში დავიკავე პირველი ადგილი,რაც თავისთავად ძალიან სასიამოვნოა. ბლოგი მე დამეხმარა თვითგამოხატვაში. თითოეული სტატია იყო ხალხის გამოძახილი ამა თუ იმ საკითხზე. საბოლოოდ,შემიძლია ვთქვა,რომ ჩემი ბლოგი არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩემი პიროვნული განვითარებისკენ და აქტიური ცხოვრებისჯენ. გამარჯვება იყო კოდევ ერთი მოტივატორი იმისათვის,რომ გავაგრძელო აქტიური ბლოგერობა,დავეხმარო საზოგადოებას და გავხდე ღირსეული ჟურნალისტი.

მივესალმოთ ევროკავშირს!

2 თებერვალს ყვარლის ახალგაზრდული საკრებულოს მოწვევით ყვარელში, ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი იმყოფებოდა. ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა შეხვედრა გამართა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის №1 საჯარო სკოლაში უფროსკლასელებთან, ხოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის აუდიტორიაში ყვარლის ახალაგზრდული საკრებულოს წევრებთან.
მოსწავლეებმა თომა ჩაგელიშვილის ფილმის ნახვის შემდეგ, სახალისო ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

12622319_1727025050863737_3688569828878577761_o

დიდთოვლობა საქართველოში

26 იანვრის მონაცემებით თოვლი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა.დიდთოვლობით განსაკუთრებულად გამოირჩეოდა ბათუმი. ბათუმში დაფიქსირდა თითქმიის 80 სმ  სიმაღლის თოვლი. იხილეთ ფოტომასალა:

დიდთოვლობის და  ამასთანავე ღორის გრიპის გავრცელების მაღალი საშიშროების მიზეზით საქართველოს რამოდენიმე რეგიონში სკოლები სამი დღით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს განათლების სამინისტრო:,,

საქართველოს გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც  გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი, მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.

იხილეთ სკოლების სია

სწავლა შეწყდა ჩემს სკოლაშიც. ამასთანავე უამინდობის მიზეზით არ არის ელექტროენერგია,რაც თავისთავად გულისხმობს გათბობის არქონას. იხილეთ ფოტოსურათები ჩემი სოფლიდან:

 

დავასუფთავოთ გარემო!

დღეს,რომ მთელ მსოფლიოს, ეკოლოგიური პრობლემები აწუხებს ყველასთვის ცხადია. ყველა წუხს ამის შესახებ,მაგრამ რამდენი მოქმედებს,ჯერ კიდევ გასარკვევია. როდესაც ქუჩაში ნაგავს ყრი და თან გამოთქვამ მწუხარებას ეკოლოგიური პრობლემების გამო,ეს უკვე სრული მარაზმია. გარემოს დასუფთავებაზე,ეკოლოგიურ პრობლემებზე სხვა დროსაც მისაუბრია,თუმცა საზოგადოებისათვის ამის შგნებას განსაკუთრებლი სიხშირით შეხსენება სჭირდება,ამიტომ ამ შემთხვევაში გადავიღე პოზიტიური ვიდეო მცირეწლოვანი ბავშვები მონაწილეობით.

მიბაძეთ მათ! ისწავლეთ მათგან!

 

რა არის მეგობრობა?

თითოეული ჩვენგანი უამრავ ადამიანს მოიხსენიებს მეგობრის სტატუსით.თავისთავად ყველას სხვადასხვაგვარად ესმის ამ სიტყვის არსი. თუმცა დრომ ეს სიტყვა ნაწილებადაც დაშალა. მეგობრები დაიყვნენ:საუკეთესო მეგობრებად და უბრალოდ მეგობრებად.ამ წმინდა გრძნობაში ღალატმა და მოტყუებამაც დაისადგურა.ჩემთვის სიტყვა მეგობრობა თავისი ფართო მნიშვნელობით გულისხმობს  უანგარო,სამუდამო სიყვარულს. ერთ წყენას შეწირული ურთიერთობა არ არის მეგობრობა.მეგობრობა არის მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობა,წყენის და გულისტკენის მიღმა. ნათქვამია: ,,მეგობრობა არის  ერთი სული ორ სხეულშიო’’. სწორედ ის ადამიანია მეგობარი უსიტყვოდ,რომ ესმის შენი. გაჭირვებაში,რომ არ გტოვებს და შენთან ერთად იზიარებს ჭირსაც და ლხინსაც.ჩემი აზრით,მეგობარს ვერ აირჩევ,ყველასთან ერთნაირად ვერ იმეგობრებ.ეს პროცესი თავისთავად წარიმართება. რათქმაუნდა ყველას უფრო მეტი დროის გატარება სურს ადამიანებთან რომელთანაც აკავშირებს საერთო ინტერესის სფერო,ისინი ერთნაირად აზროვნებენ და კარგად უგებენ ერთმანეთს. გულისტკენა,წყენა ყოველთვის,ყველგან არის თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მეგობრობა სამუდამოდ რჩება. ამიტომაა ის წმინდა გრძნობად აღიარებული. ნამდვილ მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი აქრობს. საუკეთესო მეგობრები სხვა მეგობრებისგან გულწრფელობით,უშუალობით გამოირჩევიან. ყველამ ვიცით,რომ თითოეული ჩვენგანი, საუკეთესო მეგობრებს უფრო მეტს ვუბედავეთ ვიდრე სხვებს.ეს გამოიხატება რჩეევებში გულწრფელ საუბარში და ჯანსაღ კრიტიკაში.პირადად მე კრიტიკასაც რათქმაუნდა ყოველთვის მეგობრებისგან უფრო მეტად ველი ხოლმე და  ვთვლი,რომ ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა სასიამოვნოც კია. სწორედ ეს გვეხმარება წარმატების მიღწევაში.თუმცა სამწუხაროდ არსებობს მეგობრობის სხვადასხვა ტიპები. დღევანდელ რეალობაში ჩვენ ვხედავთ მეგობრებს რომლებიც ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებიან,თბილი სიტყვებით მიმართავენ. ზურგს უკან კი ერთმანეთზე საუბრობენ, დასცინიან,შურთ…მეორე ტიპის მეგობრები , შეიძლება ერთმანეთს ყოველდღიურად არ ეფიცებოდნენ სიყვარულს თუმცა თავიანთი საქციელით ყველაფერს გამოხატავდნენ.

საბოლოოდ,მინდა  ვთქვა,რომ  მეგობრობა წმინდა გრძნობაა რომლის შესახებაც უამრავი კლასიკოსი მწერალი წერდა თუმცა მისი სიტყვებით გადომცემა ვერავინ შეძლო. მის შესახებ ვერავინ საუბრობს თუმცა გრძნობით ყველა ერთნაირად გრძნობს მეგობრობის ძალას! მთავარი ალბათ მაინც იღბალი და გამართლებაა ამ შემთხვევაშიც. შეგვხვდება თუ არა ისეთი ადამიანი ან ადამიანები რომლებიც შეცვლიან ჩვენს ცხოვრებას და დაისაკუთრებენ მეგობრის სტატუსს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.ძირითადად კი ყველა პოულობს თავის არაბიოლოგიურ ოჯახის წევრს და მისი სახით იძენს,  საყრდენ ძალას რომელიც მთელი ცხოვერბის განმავლობაში იქნება მასთან ერთად.

 

გამარჯვება–მოტივაცია

ბლოგების კონკურსში ჩემს ნომინაციაში–,,მოქალაქე–ჟურნალისტი” დავიკავე პირველი ადგილი.ძალიან მიხარია,რომ ჩემი ბლოგი წარმატებული აღმოჩნდა. ხალხი კითხულობდა ჩემს დაწერილ პოსტებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანებს,რომლებმაც მასწავლეს ბლოგზე მუშაობა. ბლოგის წარმატება არის მოტივაცია,იმისთვის,რომ მომავალში გავხდე წარმატებული ჟურნალისტი და ვიყო ხალხის სამსახურში. ❤

როგორ ვმართოთ ნარჩენები?!

დღესდღეობით, მოსახლეობის მთავარ პრობლემას ე.წ ,,ნაგვის” შესახებ ნაკლები ინფორმაციის ფლობა წარმოადგენს. აუცილებელია ერთმანეთისგან განვასხვაოთ ნაგავი და ნარჩენი. ვისწავლოთ მათი სწორი გამოყენება და მათდამი სწორი მოპყრობა. იხილეთ ჩემი რეპორტაჟი ამის შესახებ.