Month: October 2015

Quotes about reading books

  • ,,A reader lives a thousand lives before he dies,said Jozen.The man who never reads lives only one.” -George R.R Martin, A Dance with dragons

  • you’re never alone when you’re reading a book.” -Susan Wiggs

  • “People who say they don’t have time to read simply don’t want to.” – Julie Rugg

  • “Books fall open, you fall in” – David T.W McCord

  • “But, how do you know if an ending is truly good for the characters unless you’ve traveled with them through every page?” -Shannon Hale,Midnight in Austenland

  • “Books don’t change people; paragraphs do, Sometimes even sentences.” -John Piper

  • “Never judge a book by its “spine”.” -Stanley Victor Paskavich

  • “Self-education is a sacred act.” -Lailah Gifty Akita

  • “I do believe something very magical can happen when you read a good book”- J.K Rowling

  • “There are books that change our perspectives and books that change our personalities.” -Carla H.Krueger

,,ბინდი”

სტეფანი მეიერის ,,ბინდი” ბესტსელერია,რომელიც ოთხ ნაწილადაა გამოცემული(ბინდი,ახალი მთვარე,დაბნელება და განთიადი) ამ პოსტში მე მინდა პირველი ნაწილის, ბინდის, შესაახებ ვისაუბრო.წიგნი უკვე ყველასთვის ნაცნობ ისტორიას მოგვითხრობს, 17 წლის გოგონას(ბელა სვონის) და 1901 წელს დაბადებული და 17 წლის ასაკში ვამპირად ქცეული ბიჭის(ედვარდ ქალენის) შესახებ. ამ წიგნის დაწყებისთანავე, პირველი რამაც მომხიბლა იყო ბელას უშუალობა,გულწრფელობა, თითქოს ჩვეულებრივი ცხოვრება. ისტორია პირველივე წინადადებიდან იმდენად გავითავისე,რომ უნებურად ჩავიკითხე მთელი წიგნი. ეიფორია დიდი ხნის განმავლობაში არ მტოვებდა და დაუსრულებლად,მოუბეზრებლად დავიწყე მისი თავიდან კითხვა. სიუჟეტი საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა. ედვარდის როგორც ,,უსულო ადამიანის” ადამიანობა მაკვირვებდა.ბრემ სტოკერის ,,დრაკულას” შემდეგ ვამპირების მიმართ დიდი ინტერესი გამიჩნდა და ვფიქრობ,რომ სწორედ ამიტომ მოვისურვე ან წიგნის წაკითხვა. ბელა სვონი მზიანი ფენიქსიდან წვიმიან ფორკსში მამასთან გადადის საცხოვრებლად.მას იმდენად აღიზიანებს ეს ფაქტი,რომ ვერ წარმოუდგენია როგორ უნდა შეძლოს იქ ცხოვრება. თუმცა სპორტსმენ მამინაცვალთან და დედასთან ერთად მუდმივ მოგზაურობაში ვერ იცხოვრებს. ედვარდი კი ,,მამასთან”-კარლაილთან, ,,დედასთან”-ესმესთან და ,,და-ძმებთან”-როზალისთან,ელისთან,ჯასპერთან და ემეტთან ერთად ცხოვრობს. ვამპირობა, მათგან არცერთის არჩევანი არ ყოფილა,ამიტომ ცდილობენ,რომ ნამდვილი ადამიანებივით იცხოვრონ.კარლალილი ექიმია და ფორკსის საავადმყოფოში მუშაობს. ბავშვები კი სკოლაში დადიან თუმცა, მათ ყველა უცნაურად თვლის. ისინი ერთმანეთისგან საკმაოდ განხვავებულები არიან. ციცქნა ელისი ყველა მკითხველის სიყვარულის ობიექტი ხდება.  ნაწარმოებში ეტაპობრივად იკვეთება: ბელას მებრძოლი სული,სიყვარულის უნარი,სწრაფვა პიროვნული განვითარებისკენ,უბრალოება. სიმართლე გითხრათ დარწმუნებული არ ვარ,რომ რამოდენიმე წლის შემდეგაც ჩავთვლი ძალიან კარგ წიგნად ,,ბინდს”. თუმცა ზუსტად ვიცი,რომ ეს წიგნი ყოველთვის მეყვარება თუნდაც იმიტომ,რომ ერთ დროს დაუსრულებლად ვკითხულობდი, თუნდაც იმიტომ,რომ საოცარ სამყაროში მამოგზაურა,თუნდაც იმიტომ,რომ მასწავლა რა არის ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული და რაც მთავარია შემახედა ოჯახში სადაც გული არავის უცემდა, თუმცა მათი ადამიანობა საზღვრებს სცდებოდა. ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს თუნდაც იმიტომ,რომ დარჩეს მისი თინეიჯერობის კარგ მოგონებად. იცხოვროს ვამპირებთან ერთად და გაიგოს ,რომ სასწაულები ხდება და ეს ჩვენი სამყაროა.

ციტატები ,,ბინდიდან”:

,,ხანდახან იმაზეც კი დავფიქრებულვარ ,ნეტა სხვებიც ისევე თუ უცქერენ სამყაროს,როგორც მე-მეთქი.არ ვიცი,იქნებ ტვინში ვერ მაქვს რიგზე ყველაფერი. თუმცა,მიზეზი ყოველთვის ნაკლებად შესამჩნევია,მთავარი ეფექტია.”

,,პიროვნება,რომელიც თუნდაც უნებურად სხვას გადაარჩენს,არ შეიძლება ბოროტი იყოს.”

,,ის ვამპირია,რომელსაც არ სურს იყოს ბოროტი ურჩხული;ვამპირი,რომელიც ხალხის გადასარჩენად იბრძვის…”

,,-და ლომმა შეიყვარა კრავი…-წაიჩურჩულა უცებ ედვარდმა.მისი სიტყვებით დაზაფრულმა,განზე გავიხედე.

-სულელი კრავი,-ამოვიოხრე მე.

-და ავადმყოფი,მაზოხისტი ლომი,-ის ჩაფიქრებული მიაშტერდა დაბურულ ტყეს.”

,,-იმ წუთას თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებდა:,,ოღონდ ბელა არა!”

,,სამ რამეში ღრმად ვიყავი დარწმუნებული.პირველი-ედვარდი ვამპირი იყო;მეორე:მის რაღაც ნაწილს-და ზუსტად არ ვიცოდი, რამდენად ძლიერი იყო ეს ნაწილი-ჩემი სისხლი სწყუროდა; და მესამე:საბოლოოდ შემიყვარდა ედვარდ კალენი.”

,,გრძელფეხება მამილო”

ჯინ ვებსტერის ,,გრძელფეხება მამილო” ნაწარმოებია რომელსაც ყველა ასაკში მოიწონებთ.წიგნი მარტივ ენაზე დაწერილი,მხიარული, მუდმივად განვითარებადი და ძალიან საინტერესოა.ჩემს თვალსაწიერში ის ,,ერთი ამოსუნთქვით” წასაკითხ წიგნებს მიეკუთვნება.  მან გამოსვლისთანავე მოიპოვა აღიარება და მალე ბესტსელერების ვრცელ სიას შეემატა. წიგნი ობოლი გოგონას, ჯერუშა ებოტის შესახებაა დაწერილი, რომელიც ჯონ გრაიერის თავშესაფარში ცხოვრობდა.ის მხიარული,მოაზროვნე,ნიჭიერი,სწავლის მოყვარული გოგონაა. მას დაეხმარება უცნობი ქველმოქმედი ადამიანი რომელიც წაიკითხავს ჯერუშას თხზულებას- ,,წყეული ოთხშაბათი”.მის შესახებ გოგონამ იცის მხოლოდ ის,რომ სძულს გოგონები და აქვს გრძელი ფეხები(ასევე თვლის,რომ ყველა სხვა მეურვესავით მოხუცია). უცნობი ჯენლტმენი  რომელიც პირობითად თავის თავს უწოდებს ჯონ სმითს, ჯერუშას გზავნის კოლეჯში, სასწავლებლად, მხოლოდ ერთი პირობით ხშირად უნდა მისწეროს წერილები თავისი ცხოვრების შესახებ. წიგნის დარჩენილი ნაწილი წერილებია გრძელფეხება მამილოს მიმართ. ჯუდის წერილები გულწრფელობით გამოირჩევა. ამ ურთიერთობაში განსაკუთრებულია ის,რომ ბატონი სმითი არ უგზავნის მას წერილების პასუხებს. წიგნის კულმინაცია არცთუისე მოულოდნელი თუმცა ძალიან საინტერესოა.

ციტატები წიგნიდან:

“ბედნიერების ნამდვილ საიდუმლოს მივაგენი: დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო, უსასრულოდ არ უნდა მისტიროდე ძველს და იმედს მომავალზე არ უნდა ამყარებდე. ცხოვრებიდან რაც შეიძლება მეტი უნდა აიღო.”

“ღარიბები იმისათვის არიან გაჩენილნი, რომ ჩვენ მოწყალენი გაგვხადონ”

,,მაინც არ მიპასუხე კითხვაზე.კითხვა კი მეტად მნიშვნელოვანი იყო. მელოტი ხარ?”

,,…რაც შემეხება მე,აბსოლიტურად მჯერა ჩემი თავისუფალი ნებისა და ჩემი ძალებისა. რწმენა ის ძალაა,რომელიც მთებს შეძრავს. აი,ნახავ,რა დიდი მწერალი გამოვალ!”

გამონათქვამები წიგნის შესახებ

  • ,,ვისაც უწიგნოდ სურს ისწავლოს რამე,ის საცერში აგროვებს წყალსა.” -გერმანული ანდაზა

  • ,,წიგნი ის მეგობარია,რომელიც არასდროს გიღალატებს.”-ებრაული სიბრძნე

  • ,,არცერთი წიგნი არ არის ისე ცუდი,რომ რამენაირად არ გამოგადგეს.”-უმცროსი პლინიუსი

  • ,,სახლი,რომელშიც არა აქვთ წიგნი,იმ სხეულსა ჰგავს,რომელსაც სული აკლია.”-ციცერონი

  • ,,სარგებლობა ბევრ წიგნს კი არ მოაქვს,არამედ კარგ წიგნს.”-სენეკა

  • ,,კარგი წიგნის უეჭველი ნიშანი ის არის,რომ იგი მკითხველს ხანშიშესვლასთან ერთად უფრო და უფრო მოსწონს.”-გ.ლიხტენბერგი

  • ,,საუკეთესო წიგნის შესახებ მკითხველი ფიქრობს,რომ მისი დაწერა მასაც შეეძლო.”-ბ.პასკალი

  • ,,წიგნი ჯადოქარია.წიგნმა გარდაქმნა სამყარო.მასში თავმოყრილია ადამიანთა მოდგმის მეხსიერება.სამყარო წიგნის გარეშე ველურთა სამყაროა.”-ნ.მოროზოვი

  • ,,წიგნის კითხვა იმას ნიშნავს,რომ საკუთარის ნაცვლად სხვისი თავით იაზროვნო.”-ა.შოპენჰაუერი

  • ,,ადამიანის განათლება მტკიცდება და სრულქმნილი ხდება წიგნების კითხვით.”-ნ.ჩერნიშევსკი

ჩემი პირველი პოსტი

მე ვარ თაკო ვარდიაშვილი 15 წლის. ვსწავლობ ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლაში.მე შემოგთავაზებთ პოსტებს მნიშვნელოვანი მოვლენების და პრობლემების შესახებ საზოგადოებაში.ასევე პრობლემების აღმოფხვრის გზებზე. იმედია მოგეწონებათ.