ონლაინ თაობა

                  გამარჯობა,მკითხველო!

  სათაურიდან გამომდინარე,სავარაუდოდ მიმიხვდით,რის შესახებ მსურს,რომ გესაუბროთ. წიგნის და კომპიუტერის,ინტერნეტის,ვიზუალური სამყაროს და კიდევ სხვა მსგავსი საკითხების შესახებ ამ ბლოგზე უკვე დამიწერია ჩემი აზრი,თუმცა ახლა გადავწყვიტე,რომ ამის შესახებ აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტში გესაუბროთ.

   სხვათაშორის,ამ პოსტის დაწერა ბოლო დროს წაკითხულმა წიგნებმა გადამაწყვეტინა.მწერლები აქტიურად წერენ იმის შესახებ თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ,,ტექნოლოგიების ხანას”. გვასწავლიან თუ როგორ დავიხმაროთ ტექნოლოგიები ცხოვრების გამარტივებაში და ყველა მსგავსი წიგნის(განსაკუთრებით ,,ონლაინ გოგოს”) დახმარებით უფრო მეტად დავფიქრდი ,,ონლაინ პრობლემებზე” .ბულინგი რომ დღეს ყველას აწუხებს ფაქტია,მაგრამ ვფიქრობ,ბოლო დროს ამის აღმოფხვრაზე ფიქრით დაკავებულებს გვავიწყდება თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება კიბერ–ბულინგი.

ასევე,ყველამ ვიცით ჩვენი ყოველდღიურობა ინტერნეტის დიდ დოზას,რომ ითვალისწინებს. პირადად ჩემს მაგალითს დაგისახელებთ. ჩემი ყოველდღიურობა წიგნებით და ინტერნეტით შემოიფარგლება.ჩვეულებისამბრ,მე დამინახავთ წიგნით ან ლეპტოპით ხელში.ეს არ არის კატასტროფა და არც სრული ბედნიერება.მე ყოველდღიურად ვამოწმებ:სოციალურ ქსელებს. ელ–ფოსტას, ბლოგს,მნიშვნელოვან საიტებს და ა.შ. ადამიანები კი სოციალურს ქსელებს ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდად იყენებენ. კლავიატურას და უცნობ თუ საჯარო ექაუნთებს ამოფარებული ადამიანები აკრიტიკებენ ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს. დაუფიქრებლად წერენ და აზიარებენ უამროვ პოსტს. სადღაც წამიკითხავს,ინტერნეტში რაიმეს,რომ დაწერ დაფიქრდი ამას რომელიმე ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდავდი თუ არა შენი სახელითო. ,,ონლაინ გოგო” ამბობდა:,,ყოველ ჯერზე,როცა ინტერნეტში რამეს აქვეყნებთ,არჩევანის წინაშე დგახართ. თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაციით,მსოფლიოში არსებული ბედნიერების ან გავრცობა ან შემცირება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ასე,რომ როცა პოსტის,კომენტარის,სტატუსის დაწერას ან ლინკის გაზიარებას გადაწყვეტთ,საკუთარ თავს ჰკითხეთ:განვავრცობ თუ არა მსოფლიოში არსებულ ბედნიერებას?”და ის აბსოლიტურად მართალია. კიბერ–ბულინგით,ადამიანს იმხელა სულიერი ტრამვა შეიძება მიაყენო,რომ სუიციდამდეც კი მიიყვანო.

  საბოლოოდ,შემიძლია ვთქვა,რომ ტექნოლოგიები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ისინი გვეხმარებიან საზოგადოებასთან კონტაქტის დამყარებაში და დადებითი ემოციის გაზიარებაში,დროის სწორად განაწილებაში.ასე,რომ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწორად და დადებით კონტექსტი ვიცხოვროთ ,,ონლაინ თაობის” სტატუსის ქვეშ.

2 comments

Leave a comment