Day: January 2, 2016

ბედობის დღესასწაული

„ყოველი ადამიანისთვის ბედობის დღეა დილის გათენება, დაღამება, რადგან მას მიეცა ეს დღე სიმშვიდისათვის, უფლის სადიდებლად. აქედან გამომდინარე, ადამიანისათვის ყოველი დღე არის ბედობა. არ შეიძლება, რომელიმე დღე მეორე დღესთან იყოს დამდაბლებული. ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიაში ყოველი დღე აღინიშნება წმინდანთა ხსენებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ დღე ვევედრებით ამა თუ იმ წმინდანს. აქედან გამომდინარე, ყოველი დღე ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანია“_ დეკანოზი დიმიტრი.

„ჩვენს ხალხს რატომღაც ტრადიციად ექცა ახალი წლის (ახალი სტილით) მეორე დღეს _ 2 იანვარს აღნიშნონ ბედობა. მინდა შევახსენო მათ, რომ ბედობა არ არის ეკლესიური, არ არის მართლმდადიდებლური და მართლმდადიდებლობისგან ძალიან შორს დგას თავად ეს სიტყვა და ტერმინოლოგია. თითქოს ღმერთის გარდა ვიღაც არსებობს და თოთქოს ის წერს ჩვენი ცხოვრების წესს, ბედისწერას _ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა გავაკეთოთ. ამით უარყოფთ უფალს, რადგან ის ბრძანებს, რომ ორი ბატონის მსახურები ვერ იქნებით, ან უფლის იყავით და ან მამონასიო.

მეკვლეზეც იტყვიან ხოლმე, ეს რა ცუდი ფეხი შემოიტანა, ეს რა დაგვემართაო? რა შუაში ვინმეს ფეხი, ან ხელი, ყველაფერს განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების წესი _ თუ როგორ ვცხოვრობთ ღვთის წინაშე, ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ნებისმიერი სტუმარი ღვთისაა რადგან უფალი ამბობს, მაშინ როცა მე მოვალ გეტყვით, მშიერი ვიყავი და მაჭამეთ, მწყუროდა და მასვით, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მიმკურნალეთო. ეს ხალხი მკითხავს, უფალო როდის გიყავით ყოველივე ესო? უალი ბრძანებს: რაიცა უყავით კაცობრიობის ერთ ნაწილს, ის მეც მიყავითო, აქედან გამომდინარე, ბედობა, მეკვლე არის სრული უაზრობა“ _ მღვდელი გრიგოლი.

„ადამიანი თავის ბედს თვითონ ქმნის თავისი სარწმუნეობრივი წესიდან გამომდინარე. თუ კეთილგონიერია, კეთილგონიერებით წარიმართება მისი მომავალი სვლანი, თუ ის არის მორწმუნე ადამიანი, ეკლესიური და მადიდებელია ღმერთისა, შეგახსენებთ, რომ მისი მომავალი ცხოვრება ამ ქვეყანაზეც და იქ ქვეყანაშიც იქნება სულის ცხონება“ _ დეკანოზი შიო.

„ძალიან ბევრი ადამიანი შობამდე ზეიმობს ახალ წელს განსაკუთრებულად, რაც არასწორია. ჯერ შობა მოხდა მაცხოვრისა და შემდგომ დაარსდა ახალი წელი, ახალი წელთაღრიცხვა, ამიტომ უკუღმა არ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. სამწუხაროა, რომ ამას თავისი რიტუალური მნიშვნელობაც ენიჭება. კერძოდ, მეორე დღეს, თოთქოს არის რაღაც ბედობა, ერთმანეთს ულოცავენ, რაღაცეებს უსურვებენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, წარმართული და არასწორია. არავითარი ბედობა არ არსებობს, რადგან ამით გამოდის, რომ ადამიანის ცხოვრება მასზე კი არაა დამოკიდებული, დამოკიდებულია რომელიმე დღეზე, რაც არის ძალიან დიდი ცოდვა. რაც დრო გადის ეს ცოდვა უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს, რადგან ეს წესი ცნობიერებაში იბეჭდება და მხოლოდ ეშმაკის წისქვილზე ამსხამს წყალს“ _დეკანოზი მარკოზი.

წყარო:mpress.ge

ჩემი აზრით,ბედობის დღესასწაულის მიზეზი,განსაკუთრებულ დღეს არ საჭიროებს,ხოლო ზოგ შემთხვევაში ჩვენი უმოქმედობა,უსაქმურობა,რომ მეკვლეს ცუდ ფეხს დავაბრალოთ, დიდი უსამართლობაა. თუმცა,მიუხედავად ყველაფრისა რატომ არ შეიძლება,რომ იზეიმო რაღაც,როცა არაფერს აშავებ ამით. გადაწყვეტილების მიღება კი თითოეულ თქვენგანზეა დამოკიდებული. თუ არ იზეიმებთ არც ამით დაშავდება რაიმე და არც ზეიმის შემთხვევაში.